როგორ ვაქციოთ ინფლუენსერ-მარკეტინგი რეალურ ბიზნესად: 3 ოქროს წესი კომპანიებისა და ფრილანსერებისთვის
ბლოგზე დაბრუნება
17 მაისი, 2026

როგორ ვაქციოთ ინფლუენსერ-მარკეტინგი რეალურ ბიზნესად: 3 ოქროს წესი კომპანიებისა და ფრილანსერებისთვის

როგორ ვაქციოთ ინფლუენსერ-მარკეტინგი რეალურ ბიზნესად: 3 ოქროს წესი კომპანიებისა და ფრილანსერებისთვის


დღეს საქართველოში თითქმის ყველა კომპანია თანხმდება იმაზე, რომ ინფლუენსერ-მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხელსაწყოა აუდიტორიასთან დასაახლოებლად. მიუხედავად ამისა, კამპანიების დიდი ნაწილი მაინც ქაოსურად მიმდინარეობს. ხშირად პროცესი ორმხრივი იმედგაცრუებით სრულდება: კომპანია უკმაყოფილოა შედეგით, ხოლო ფრილანსერი ინფლუენსერი - დაუსრულებელი შესწორებებითა და ბუნდოვანი კომუნიკაციით.


იმისათვის, რომ თანამშრომლობა წარმატებული და ორივე მხარისთვის მომგებიანი იყოს, საჭიროა მარტივი, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი წესების დაცვა.
აი, 3 მთავარი პრინციპი, რომელიც ქაოსს მოაწესრიგებს:



1. მკაფიო დავალება წარმატების საფუძველია


ყველაზე დიდი შეცდომა, რაც პროექტის დასაწყისშივე უშვებს ხარვეზს, არის ფრაზა: „შენს გემოვნებაზე გააკეთე, კონკრეტული მოთხოვნები არ გვაქვს“. კომპანიამ ზუსტად უნდა იცოდეს, რა არის კამპანიის მიზანი, რა მთავარი სათქმელი უნდა გაჟღერდეს და რა ვიზუალური ჩარჩოები არსებობს.


როდესაც არ არსებობს წინასწარ გაწერილი დავალება და სამუშაო გეგმა, ინფლუენსერი იძულებულია თავად გამოიცნოს კომპანიის სურვილები. ეს კი თითქმის ყოველთვის იწვევს საქმის რამდენჯერმე გადაკეთებას, რადგან საბოლოო პროდუქტი „მაინც არ აღმოჩნდა ის, რაც კომპანიის წარმოდგენაში იყო“.


დეტალების წერილობითი დაფიქსირება საქმის დაწყებამდე ორივე მხარეს აზღვევს.


2. ჯანსაღი კომუნიკაცია და „წითელი დროშების“ აღმოფხვრა


კომუნიკაციის კულტურა პირდაპირ აისახება სამუშაოს ხარისხზე. სამწუხაროდ, ამ სფეროში ხშირად ვხვდებით ქცევებს, რომლებიც პროცესს აფერხებს და ჩიხში შეჰყავს:


  • წერილის უპასუხოდ დატოვება: როდესაც დეტალების დაზუსტებისას ან შეთანხმებისას კომპანიის წარმომადგენელი დღეების განმავლობაში ქრება და მესიჯებს მხოლოდ „ნახულობს“.

  • პირობების შეცვლა პროცესში: როცა ვიდეო ან ფოტო უკვე მზადაა, კომპანია კი უცებ აბსოლუტურად ახალ მოთხოვნებს აყენებს.

  • გაურკვეველი უკუკავშირი: ფრაზები „რაღაც არ მოგვეწონა“ ან „სხვანაირი განწყობა გვინდა“ კონკრეტული არგუმენტების გარეშე, საქმეს წინ ვერ წევს.

ურთიერთპატივისცემა და დროული, კონკრეტული უკუკავშირი ბიზნესის საფუძველია.



3. პროცესის ფორმალიზაცია და დაცულობა


სანამ ინფლუენსერ-მარკეტინგი მხოლოდ სიტყვიერ შეთანხმებებზე იქნება დაფუძნებული, მანამ იარსებებს გაურკვეველი ვადები და ანაზღაურების გადაცილების პრობლემები. როგორც კი თანამშრომლობა ოფიციალურ, ცივილიზებულ ჩარჩოებში მოექცევა, სადაც მხარეების უფლებები და მოვალეობები გაწერილია, სამუშაოს ხარისხიც ავტომატურად გაიზრდება.


სწორედ ამ სტანდარტების დასამკვიდრებლად შეიქმნა collab.ge.


ჩვენი პლატფორმა არის სივრცე, სადაც კომპანიები და ფრილანსერი ინფლუენსერები ერთმანეთს უსაფრთხოდ და მარტივად უკავშირდებიან. აქ ყველა იღებს ზუსტ სამუშაო გეგმას, დაცულ პირობებს და გარანტირებულ შედეგს. ჩვენი მიზანია, ქაოტური მიმოწერები ჩანაცვლდეს გამჭვირვალე ეკოსისტემით, სადაც თითოეული მხარე საკუთარ საქმეს მშვიდად და პროფესიონალურად აკეთებს.