ინტერესების დაცვის პოლიტიკა

ბოლო განახლება: თებერვალი 2026

ჩვენი მიზანია, კრეატორებთან პარტნიორობა ყოველთვის პოზიტიურ გამოცდილებად იქცეს. აქ დეტალურად გაეცნობი, რა პირობებშია შესაძლებელი თანამშრომლობის გადახედვა და შენი ინტერესების დაცვა.

უსაფრთხო თანამშრომლობა

შეგიძლია მოითხოვო პარტნიორობის შეწყვეტა და გადახდილი თანხის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება შემდეგ შემთხვევაში:

  • კრეატორი ვერ აბარებს ნამუშევარს შეთანხმებულ ვადაში და არ პასუხობს შეტყობინებებს.
  • მიწოდებული შედეგი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინასწარ შეთანხმებული დეტალებისგან.
  • პროექტის დასრულება ვერ ხერხდება და ორივე მხარე თანხმდება პარტნიორობის გაუქმებაზე.

გამონაკლისი შემთხვევები

მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ:

  • უკვე დაადასტურე ნამუშევრის ხარისხი და მიიღე შედეგი.
  • კრეატორმა უკვე დაიწყო მუშაობა და პროცესის შეწყვეტის მიზეზი მხოლოდ შენი გადაწყვეტილების შეცვლაა.
  • მიღებული ნამუშევარი ზუსტად შეესაბამება წინასწარ შეთანხმებულ პირობებს.

მოთხოვნის პროცესი

ინტერესების დასაცავად და პარტნიორობის გასაუქმებლად, მირყევი ამ ნაბიჯებს:

  • დაუკავშირდი კრეატორს სამუშაო სივრცეში საკითხის მოსაგვარებლად.
  • თუ შეთანხმება ვერ ხერხდება, მოგვწერე ელ. ფოსტაზე: support@collab.ge.
  • აღწერე სიტუაცია და დაურთე შესაბამისი ფაილები ან მიმოწერის ისტორია.

შედეგის ასახვა

მოთხოვნის დამტკიცების შემდეგ, თანხის დაბრუნებას და პროცესის სრულად დასრულებას უმოკლეს დროში უზრუნველვყოფთ.

საკითხის განხილვა

ჩვენი გუნდი ობიექტურად სწავლობს თითოეულ შემთხვევას. სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად, დეტალურად ვითვალისწინებთ ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ გარემოებებს.

დაგვიკავშირდი

მოგვწერე და ჩვენი გუნდი დაგეხმარება: support@collab.ge